როგორია საქართველოში Toyota-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა
2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით საქართველოში ოფიციალურად 213 978 ერთეული Toyota-ს მარკის ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც საერთო ავტოპარკის 11%-ია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი Toyota-ს მარკის ავტომობილი თბილისში იყო რეგისტრირებული.
Toyota-ს ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
· ქ. თბილისი: 126 250
· იმერეთი: 18 485
· აჭარის არ: 16 843
· ქვემო ქართლი: 14 946
· კახეთი: 9 296
· სამეგრელო-ზემო სვანეთი: 7 909
· შიდა ქართლი: 7 061
· სამცხე-ჯავახეთი: 4 459
· მცხეთა-მთიანეთი: 4 313
· რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 076




