თბილისში შაბათის საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

თბილისში, ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე მეექვსედ გაიმართა საპროტესტო მსვლელობა, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიებაც და გაირკვეს, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2024 წლის პროევროპული დემონსტრაციების დაშლის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
რამდენიმე ასეული მოქალაქე საავტომობილო გზის ნაწილზე მსვლელობით ჩავიდა თავისუფლების მოედანზე – პარლამენტთან პოლიციამ მათ ტროტუარზე ასვლა მოსთხოვა.

გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, უწყვეტი პროტესტის მოთხოვნებად რჩება ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრად მიჩნეული ასზე მეტი ადამიანის გათავისუფლება.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.

2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები“ ამოწურულად გამოაცხადა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ს ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“.

ექსპერტების ნაწილი სუსის დასკვნას არ ენდობა და შეუსაბამობებზე მიუთითებს. გამოძიება გრძელდება „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით.

სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ექიმების ნაწილმა თავიდანვე განაცხადეს, რომ, სანდოობის აუცილებლობის გამო, გამოძიება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში უნდა წარიმართოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ჟან-ნოელ ბარო – პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წელში პირველად მოხდა – დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და აგრესიული ომი დაასრულოს

მეუფე იაკობი – ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ, ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ – ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ