მთის ტრასების სააგენტო – სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება – ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციით, სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.
“მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა. თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.
ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შემთხვევა დღეს მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია