საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მანქანა, რომელშიც იმყოფებოდა, რამდენიმე წუთით შეაფერხეს – ისინი სკანდირებდნენ: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მანქანა რამდენიმე წუთით შეაფერხეს.
კერძოდ, მსვლელობის მონაწილეებმა მანქანაში შენიშნეს და დაიწყეს სკანდირება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩვენი ხმა არ ისმის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მათ ავტომანქანას საქარე მინაზე დაკავებული პატიმრების ფოტოები ააფარეს.
მანქანასთან ასევე მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც არხიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.