“თავისუფლება მედიას!” – აქციის მონაწილეები ვასილ მაღლაფერიძეს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

თბილისში შაბათის ტრადიციული მარშის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს ავტომობილს, რომელშიც სსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე,  იჯდა. “თავისუფლება მედიას!” სკანდირებდნენ მოქალაქეები. პარალელურად, მაღლაფერიძე აქციის მონაწილეებს ავტომობილიდან ვიდეოს უღებდა.

პირველი არხი არის საბჭოური ტიპის ტელევიზია, სამშობლოს გამყიდველი, ანტიეროვნული ტელევიზია. ეს არის ჟურნალისტიკის სირცხვილი, – თქვა “პირველებთან” საუბარში ლეილა ცომაიამ. 

პროტესტის გამოხატვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გაატარეს და მსვლელობა გააგრძელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…