ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს
„ხალხის ძალის“ წევრი ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელშიც მედისონი აღნიშნავს, რომ „ ALDE ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი – სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ ს შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში.“
მეგრელიშვილის შეფასებით, როცა ს შედეგი მათთვის არასასურველია, დემოკრატია მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო „ღირებულებები“ ზეწოლის ინსტრუმენტი. რადგან იქ, სადაც პარტიული ინტერესი დგას ხალხის ნებაზე მაღლა, დემოკრატიაზე საუბარი მხოლოდ დეკორაციაა.
„ ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანია კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს.
როცა არჩევნების შედეგი მათთვის არასასურველია, დემოკრატია მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო „ღირებულებები“ ზეწოლის ინსტრუმენტი.
ამ ლოგიკით ქვეყნები აღიქმება არა როგორც სუვერენული სუბიექტები, არამედ როგორც პოლიტიკური გავლენის სივრცეები.
ეს მიდგომა არ არის სამართლიანი და მით უმეტეს დემოკრატიული.
რადგან იქ, სადაც პარტიული ინტერესი დგას ხალხის ნებაზე მაღლა, დემოკრატიაზე საუბარი მხოლოდ დეკორაციაა.“ – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა