“უკან არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ! რადგან უკან ჩემი ღირსეული შვილის საფლავია, წინ კი ბინძური პროკურატურა და პირსისხლიან მკვლელთა ბრბო!”

“გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, ჩემი დედიკოს უახლოესი მეგობრის შვილია. მე ბოდიშს ვუხდი ჩემი/ჩვენი დედების სულს, მაგრამ უკან არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ! რადგან უკან ჩემი ღირსეული შვილის საფლავია, წინ კი ბინძური პროკურატურა და პირსისხლიან მკვლელთა ბრბო!
მე არ გადავაბიჯებ ჩემი ღირსეული შვილის საფლავს. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან!
ან ყველას აგებინებს პასუხს გენერალური პროკურორი, დაწყებული მკვლელებიდან, ხელის ბიჭი პროკურორი გამყრელიძეებით დამთავრებული, ან მოგვიწევს სერიოზული შერკინება 17 იანვრიდან!!!
მე ვერ მომერევით ბატონო პროკურორო! სრულად ვაცნობიერებ თქვენს ძლიერ მხარეებს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ ჩემს სიძლიერეს!!!
მე ვიცავ სპეტაკ, უმიზეზოდ, სადისტურად მოკლულ შვილს, თქვენ გიწევთ დაიცვათ მკვლელთა ბრბო და უგუნური პროკურორები!
ნუ შეეწირებით!!!! არ დაუშვათ, რომ ვიყოთ ან მე, ან თქვენ, ვიყოთ ჩვენ!
მე, ამ ბრძოლაში არჩევანი დავუთმე ჩემს სახელმწიფოს და მჯერა სახელმწიფო გონიერების!
არადანი ჩემია!
თუ სახელმწიფო არჩევანს სწორად არ გამოიყენებს, მე არადანის შანსს ხელიდან არ გავუშვებ!
ადამიანის ხორცს შევჭამ ჩემი შვილისთვის!
ვფიცავ გიგა ავალიანის სიცოცხლეს”
©️ ეკა კუპატაძე