დროა, დასრულდეს ევროპელების ფულის გადინება „არასამთავრობოებისთვის“, რომლებიც წევრი სახელმწიფოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ – ევროპარლამენტარი

დროა, დასრულდეს ევროპელების ფულის გადინება „არასამთავრობოებისთვის“, რომლებიც წევრი სახელმწიფოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ – ევროპარლამენტარი
ევროკომისია AgoraEU-ს პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებისთვის 8.6 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, რათა შეავსოს USAID-ის დაფინანსების შეჩერების შედეგად შექმნილი ხარვეზი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი კინგა გალი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ეს არის თანხების არასწორი მიმართულებით გაცემა.
„ესენი არ არიან ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკური აქტივისტური ქსელებია, რომლებიც თავს ესხმიან დემოკრატიულად არჩეულ კონსერვატიულ მთავრობებს და უწევენ პოპულარიზაციას ლიბერალურ დღის წესრიგს“, – წერს გალი.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ეს ორგანიზაციები ემსახურებიან ევროკომისიის პოლიტიკურ მიზნებს და უარს ვინც ამბობს მორჩილებაზე, თავდასხმას განიცდის.
ამასთან, ევროპარლამენტარი ამ პრაქტიკის შეწყვეტას ითხოვს.
„საკმარისია! დროა, დასრულდეს ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის გადინება იმ „არასამთავრობოებისთვის“, რომლებიც წევრი სახელმწიფოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ“, – წერს კინგა გალი.