მიმდინარე თვის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი – რატომ არის იანვარი ყველაზე რთული თვე, ვინ შედიან რისკ-ჯგუფში და როგორ დავიცვათ თავი?

სა­ა­ხალ­წლო ეი­ფო­რია ნელ-ნელა ცხრე­ბა, თუმ­ცა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვის ტკი­ვილს, უე­ნერ­გი­ო­ბა­სა და სა­ერ­თო სი­სუს­ტეს უჩი­ვის. ნუ იჩ­ქა­რებთ ამ ყვე­ლაფ­რის სა­დღე­სას­წა­უ­ლო გა­დაღ­ლის­თვის დაბ­რა­ლე­ბას – შე­საძ­ლოა, მი­ზე­ზი “კოს­მო­სუ­რი ამინ­დია“.
2026 წლის იან­ვა­რი მე­ტეო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მეც­ნი­ე­რე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის სე­რი­ას, რომ­ლე­ბიც, მარ­თა­ლია, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სიმ­ძლავ­რის არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მის­თვის შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ “გა­მომ­ფიტ­ვე­ლი” აღ­მოჩ­ნდეს.
· რა­ტომ არის იან­ვა­რი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი თვე?
ზამ­თარ­ში მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბი უფრო მწვა­ვედ აღიქ­მე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო:
· სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რე­ბი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მი მო­წყვლა­დია;
· სი­ცი­ვე ისე­დაც ავიწ­რო­ებს სის­ხლძარ­ღვებს, გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი რყე­ვე­ბი კი და­მა­ტე­ბით ტვირ­თავს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას;
· ზამ­თარ­ში იმუ­ნი­ტე­ტი და­სუს­ტე­ბუ­ლია, რაც ამ­ცი­რებს ორ­გა­ნიზ­მის ადაპ­ტა­ცი­ის უნარს.
· მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის გან­რი­გი: 2026 წლის იან­ვა­რი
ას­ტრო­ფი­ზი­კო­სე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გთა­ვა­ზობთ კა­ლენ­დარს, რათა წი­ნას­წარ და­გეგ­მოთ თქვე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:
· 9 იან­ვა­რი: მო­სა­ლოდ­ნე­ლია პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვე­ბი. მაგ­ნი­ტოს­ფე­როს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა 8 იან­ვრის სა­ღა­მო­დან და­ი­წყე­ბა და 9 იან­ვარს სუსტ ქა­რიშ­ხლად იქ­ცე­ვა.
· 17–23 იან­ვა­რი: ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი და დამ­ღლე­ლი ტალ­ღა. გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ფონი 5 ბა­ლამ­დე (G1 დონე) აი­წევს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და უძი­ლო­ბა. ეს არ არის მძლავ­რი დარ­ტყმა, თუმ­ცა მისი ხან­გრძლი­ვო­ბა ორ­გა­ნიზმს ღლის.
· 26–27 იან­ვა­რი: კი­დევ ერთი აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი 5-ბა­ლი­ა­ნი სიმ­ძლავ­რით.
· 30–31 იან­ვა­რი: თვის ბო­ლოს მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნარ­ჩე­ნი რყე­ვე­ბი, თუმ­ცა მათი ზუს­ტი სიმ­ძლავ­რე მზის აქ­ტი­ვო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.ვინ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე?
სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის დროს იმა­ტებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი კრი­ზი­სე­ბის გამო.
რისკ-ჯგუფ­ში შე­დი­ან:
გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი: ამ დროს სის­ხლი შე­და­რე­ბით სქელ­დე­ბა და იმა­ტებს თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი.
ჰი­პერ­ტო­ნი­კე­ბი: წნე­ვის მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა ხში­რად ემ­თხვე­ვა მაგ­ნი­ტურ რყე­ვებს.
ორ­სუ­ლე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი: მათი ორ­გა­ნიზ­მი უფრო ნელა მუ­შა­ობს, რაც აღ­დგე­ნის პრო­ცესს აფერ­ხებს.
· რჩე­ვე­ბი მე­ტეო და­მო­კი­დე­ბულ­თათ­ვის
· აკონ­ტრო­ლეთ წნე­ვა: თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა გაქვთ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ყო­ველ­თვის თან გქონ­დეთ;
· შე­ამ­ცი­რეთ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა: რთულ დღე­ებ­ში მო­ე­რი­დეთ მძი­მე ვარ­ჯიშ­სა და სტრესს;
· კვე­ბის რა­ცი­ო­ნი: შე­ამ­ცი­რეთ მა­რი­ლი­ა­ნი და ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი, და­ლი­ეთ მეტი წყა­ლი და მცე­ნა­რე­უ­ლი ჩაი;
· სუფ­თა ჰა­ე­რი: მცი­რე გა­სე­ირ­ნე­ბაც კი ეხ­მა­რე­ბა ტვინს ჟანგბა­დით გამ­დიდ­რე­ბა­ში.