წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც – ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს

წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც – ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების მასშტაბურ ზრდის გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება იგივე, რასაც USAID-ი აკეთებდა საქართველოში.
როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, კვლავ გაგრძელდება ექსტრემიზმის, რევოლუციური სცენარების და მიტინგების დაფინანსება, თუმცა, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმალურად გააკონტროლებს ქვეყანაში შემოსულ დაფინანსებას მიღებული კანონების შესაბამისად.
“USAID-ი რას ემსახურებოდა მსოფლიოში და მით უფრო, საქართველოში, ყველა კარგად ვხედავდით. საქართველოში რასაც აფინანსებდა USAID-ი – არეულობას, მიტინგებს, ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, იგივე ვერ განხორციელდება, რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მოწოდების სიმაღლეზეა.
წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც. ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს.
[კანონებზე] გვერდის ავლის მცდელობები ექნებათ, ეს არ არის დღევანდელი სცენარი, ეს არის “დიფ სთეითის” გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, ეცდებიან, კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ თანხების შემოდინება, თუმცა, ჩვენ აუცილებლად მყისიერი რეაგირება და მაქსიმალური კონტროლი გვექნება ნებისმიერ შემოსულ დაფინანსებაზე.” – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა