Sky News – ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს

ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“, საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულებს შორის 50 დემონსტრანტი და ირანის უსაფრთხოების ძალების 15 თანამშრომელია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2311 ადამიანი დააკავეს.
ასევე, HRANA წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომები გამკაცრდა.
ცნობისთვის, დღეს ირანის არმიამ განაცხადა, რომ „ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაიცავს“.