მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის წინააღმდეგ, „ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სარჩელი შეიტანა.
როგორც კორძაძე განმარტავს, საჩივარი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შეიტანეს და მოთხოვნა სასამართლოს მიერ კალაძისთვის გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფის დავალებაა.
„ბატონმა კალაძემ ზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა. ჩვენ სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით შეგვაქვს, რადგან ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ყალბი ცნობებია და შესაბამისად, სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა. ამ ბოლო დროს, წარმოებაში მიღების საკითხი ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა სხვანაირად ხდება, კანონის შეუსაბამოდ. დაველოდოთ, რა მოხდება, ყველანაირი საფუძველი არსებობს, განცხადება სახეზეა, საკანონმდებლო ნორმები სახეზეა, რომელიც ბატონ მამუკას ამის საშუალებას აძლევს, დანარჩენს, დაველოდოთ სასამართლოს მხრიდან”,- განაცხადა კორძაძემ.
შეგახსენებთ, კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე “ლელოს” ლიდერებს “ხანდაზმული თაღლითები” და “ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭები” უწოდა.