ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი მთელ მსოფლიოში მყოფ ირანელებს მოუწოდებს, აქტიურად იბრძოლონ, რათა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი მთელ მსოფლიოში მყოფ ირანელებს მოუწოდებს, აქტიურად იბრძოლონ, რათა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი, ემიგრაციაში მყოფი რეზა ფაჰლევი მთელ მსოფლიოში მყოფ ირანელებს მიმართავს და მოუწოდებს, აქტიურად იბრძოლონ, რათა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს.
რეზა ფაჰლევიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ირანულ დიასპორას „კრიტიკული როლი“ აკისრია. მან მოუწოდა მთელ მსოფლიოში ცხოვრებ ირანელებს, დაუკავშირდნენ სამთავრობო, პოლიტიკურ და მედიაორგანიზაციებს და გაუზიარონ ინფორმაცია, რათა მედიამ განაგრძოს ირანში მიმდინარე დემონსტრაციების გაშუქება.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ხმა საერთაშორისო დონეზე ჩაჩუმდეს“, – აცხადებს ფაჰლევი.
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა შეზღუდვისა, ირანელი ხალხი გამბედაობით განაგრძობს ბრძოლას.
1tv.ge