„ოქროს ბირჟის“ დირექტორის განცხადებით, „ოქროს კიდობნის“ შენობაში ყველა მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს, იმ სართულზე კი, სადაც ხანძარი იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

„ოქროს ბირჟის“ დირექტორის, ნანა სონგულიას განცხადებით, „ოქროს კიდობნის“ შენობაში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ყველა მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს. რაც შეეხება უშუალოდ, სართულს, სადაც ცეცხლი იყო, იქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ოქროს ბირჟა“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აქ არაფერ დაზიანებულა, არც არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა მესამე სართულზე, სავარაუდოდ, კაფის ტერიტორიაზე, რომელიც დროზე იქნა ლიკვიდირებული. ზარალი ჯერჯერობით უცნობია, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, არავის უშვებენ. ფართი დაახლოებით, 300 კვ მეტრამდე დაიწვა“, – განაცხადა სონგულიამ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია