ირანში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – როგორც უცხოური მედია იუწყება, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 48 მომიტინგე და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა.
ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებების” ცნობით კი, სულ მცირე 51 მომიტინგეა დაღუპული, მათ შორის 9 ბავშვი.
BBC Persian-მა ამ დროისთვის მხოლოდ 22 ადამიანის დაღუპვა და მათი ვინაობა დაადასტურა, ხოლო ირანის ხელისუფლებამ ამ დროისთვის დაადასტურა უსაფრთხოების ექვსი თანამშრომელის დაღუპვა.
შეგახენებეთ, რომ ქვეყანაში ინტერნეტი ხუთშაბათის ღამიდან თითქმის სრულად გათიშულია.
დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ღრმად შეშფოთებულნი არიან ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მკაცრად გმობენ მომიტინგეების მკვლელობას“.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაციით და მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მკვლელობას.
ირანის ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ასევე – დაუშვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრება შურისძიების შიშის გარეშე“.
მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაიცვას ირანის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.




