დონალდ ტრამპი – ევროპა უკრაინისთვის ბევრს აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის – პუტინს ევროპის არ ეშინია, მას აშშ-ის ეშინია, რომელსაც მე ვუძღვები

პუტინს ევროპის არ ეშინია, მას აშშ-ის ეშინია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ევროპა უკრაინისთვის ბევრს აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, პუტინს ევროპის არ ეშინია, მას აშშ-ის ეშინია. მას აშშ-ის ეშინია, რომელსაც მე ვუძღვები. ევროპის არ ეშინია. ევროპა ჩამორჩენას აგრძელებს. ეს ჯეი დი ვენსმა მკაფიოდ თქვა. ევროპა სხვა ადგილი გახდა. ევროპა იცვლება. მე მიყვარს ევროპა. ჩემი ფესვები ევროპაშია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დასაკავებლად სამხედრო ოპერაციის ბრძანებას გასცემდა თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს საჭირო არ იქნება“.
„ვფიქრობ, ეს საჭირო არ იქნება. მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. რუსეთის ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, საბოლოოდ შეთანხმებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში