ქონების ეროვნული სააგენტო ვაშლიჯვარში მდებარე მიწას ₾34.2 მილიონად ყიდის – ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი მილი გადის

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო, თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებულ 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე 34.21 მლნ ლარად ყიდის.
სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარს შეადგენს.
ქონებასთან დაკავშირებით მომავალი მყიდველისთვის საპრივატიზაციო პირობები განსაზღვრული არაა. ამას გარდა, საპრივატიზებო ქონებაზე განთავსებული მოძრავი ქონება არ განეკუთვნება პრივატიზების საგანს.
საპრივატიზებო ობიექტს კვეთს სს „თელასის“ საკუთრებაში არსებული (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი, მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების სრული დაცვით. ასევე საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის თბილისი ენერჯის მიწისქვეშა მაღალი წნევის, ასევე მიწისზედა გაზსადენი მილი.
აუქციონი მიმდინარე წლის 25 იანვარს სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ