2025 წელს გლობალური ინფლაცია ზომიერად შემცირდა და 4.2%-ს მიაღწია, – ამის შესახებ აღნიშნულია Visual Capitalist-ის პუბლიკაციაში.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ტარიფებმა საუკუნის მაქსიმუმს მიაღწია, 2025 წელს ქვეყნების ნაწილმა ტარიფების მიმართ მდგრადობა აჩვენა.
პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 2026 წლისთვის სავალუტო ფონდი გლობალური ინფლაციის 3.7%-მდე შემცირებას პროგნოზირებს, მაშინაც კი, თუ ტარიფების გავლენა კვლავაც შენარჩუნდება.
ქვეყნების მიხედვით, 2025 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენესუელაში დაფიქსირდა და 269.9%-ს მიაღწია, ყველაზე დაბალი კი, -0.1% პანამაში იყო.
10 ქვეყანა, სადაც 2025 წელს ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა:
· ვენესუელა – 269.9%;
· სამხრეთ სუდანი – 97.5%;
· ზიმბაბვე – 89%;
· სუდანი – 87.2%;
· ირანი – 42.4%;
· არგენტინა – 41.3%;
· ბურუნდი – 37.3%;
· თურქეთი – 34.9%;
· მიანმარი – 31%;
· მალავი – 28.2%.
10 ქვეყანა, სადაც ინფლაცია ყველაზე დაბალ ნიშნულზეა:
· პანამა – -0.1%;
· ჩინეთი – 0%;
· ფიჯი – 0.1%;
· კატარი – 0.1%;
· შვეიცარია – 0.1%;
· ლიხტენშტაინი – 0.1%;
· ტაილანდი – 0.2%;
· ბაჰრეინი – 0.3%;
· სალვადორი – 0.3%;
· სენტ-ლუისი – 0.4%.
ამ რეიტინგში 191 ქვეყანას შორის საქართველო 68-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2025 წელს ინფლაცია 3.9%-ს შეადგენდა.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინფლაცია ყველაზე მაღალი თურქეთში იყო და 34.9% შეადგინა, რითაც მე-8 ადგილი დაიკავა.
თურქეთს 9%-იანი ინფლაციით მოსდევს რუსეთი, რომელიც 191 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა. 42-ე ადგილზე გავიდა აზერბაიჯანი, სადაც 2025 წელს ინფლაცია 4.2%-ს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინფლაცია ყველაზე დაბალი სომხეთშია. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს სომხეთში ინფლაციამ 3.3% შეადგინა, რითაც მსოფლიოში 98-ე ადგილზეა.




