“ისუნთქეთ და იცოცხლეთ” – მზია ამაღლობელის წერილი მოშიმშილე პატიმრებს

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, სინდისის პატიმარი, მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს და მოშიმშილე პატიმრებს – ზურა მენთეშაშვილს და ზურაბ ჭავჭანიძეს მიმართავს.
“ვიცი, რომ ახლა ფსიქოლოგიურად რაც გაძლებინებთ, ეგ შიმშილობაა” – წერს მზია ამაღლობელი და აღნიშნავს, რომ ბრაზი, რასაც ამ შიმშილობით ებრძვიან, არსად არ წავა.
სინდისის პატიმარი მოშიმშილეებს მოუწოდებს უწყვეტი პროტესტის მონაწილეებზე მეტი იფიქრონ – “იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ცუდად ვართ, ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს”.
ვიცი, რომ ახლა ფსიქოლოგიურად რაც გაძლებინებთ, ეგ შიმშილობაა. ეს ბრაზი, რასაც ამ შიმშილობით ებრძვით, არსად არ წავა. მე დღესაც მიჭირს მოვერიო ამ ბრაზს, მაგრამ მთავარია გადარჩე, გადარჩე, რადგან გარეთ მყოფებს უფრო უჭირთ ჩვენ გამო. გარეთ მყოფი ადამიანები მათ გვერდით გვაცხოვრებენ, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ. იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ცუდად ვართ, ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს ალბათ ის მომენტია, როცა მათზე მეტი უნდა ვიფიქროთ. ისედაც არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა. ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის,” – წერს მზია ამაღლობელი.
შეგახსენებთ, რომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე 56 დღეა, ხოლო გზის გადაკეტვის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი 70 დღეა ციხეში შიმშილობას აგრძელებენ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ 38 დღე შიმშილობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია