ევროკავშირის საბჭომ არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ ევროკავშირის საბჭომ მერკოსურთან (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი) ორ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი: “ევროკავშირი-მერკოსური პარტნიორობის შეთანხმებას” (EMPA) და “დროებით სავაჭრო შეთანხმებას” (iTA).
განცხადების თანახმად, სანამ ევროკავშირის საბჭო შეთანხმებების ფორმალურად გაფორმებას შეძლებს, ევროპარლამენტის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ასევე, EMPA-ს ევროკავშირის წევრი ქვეყნების რატიფიცირება დასჭირდება ძალაში შესასვლელად.
განცხადების თანახმად, მერკოსურთან შეთანხმება მსოფლიოში უდიდეს თავისუფალ სავაჭრო სივრცეს შექმნის, რომელიც 700 მილიონ მომხმარებელს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია