პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.
“საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, საპარლამენტო ოპოზიციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს.