ეს ადამიანები ხავსს ეჭიდებიან. დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზაგოდოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ, ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას

ეს ადამიანები ხავსს ეჭიდებიან. დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზაგოდოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ, ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების გავრცელებულ ვიდეორგოლზე საუბრობს, რომელშიც „ისინი აცხადებენ, რომ „ქიმიური მოწამვლის“ შედეგად დაზარალდნენ და „დასავლელ მეგობრებს“ საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ“.
დეპუტატის შეფასებით ეს ადამიანები ცდილობენ, ამ ამბით ახალი სკანდალი შექმნან.
„ამ ადამიანებმა ამბავი მოიფიქრეს. სცადეს, ამ ამბავისგან შეექმნათ სკანდალი. მოიწვიეს მედიები, დახარჯეს უამრავი თანხა, მოაბილიზეს თავიანთი აქტივისტები, მაგრამ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის საბედნიეროდ საგამოძიებო უწყებებმა ექვს დღეში გააცამტვერეს ეს ტყუილი და გამოიტანეს სააშკარაოზე. ახლა რასაც ცდილობენ, არის ის, რომ ეჭიდებიან ხავსს, ცდილობენ, ეს თემა ისევ გაასკანდალონ, დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზაგოდოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას. საზოგადოებამ ყველაფერი იხილა, ისიც დაინახა, რომ რეალურად ამ ამბავს იყენებდნენ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ კომპონენტად და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარ შეძლებენ მსგავსი ტყუილებით საზოგადოება ემოციებზე წამოიკიდონ“-განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა