კალასი: ირანში მიმდინარე მოვლენები “ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია”

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კაია კალასი 9 იანვარს აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების მიმართ გატარებული ზომები “დისპროპორციულია” და რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.
“ინტერნეტის გათიშვა, მაშინ, როცა მიმდინარეობს დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია”, – წერს კალასი პლატფორმა ⁠X-ზე.
მანამდე, ყველაზე მასშტაბური ქუჩის დემონსტრაციის შემდეგ, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა: „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“.
ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა მომიტინგეებს „დივერსანტების, არეულობის მონაწილეებისა და ქვეყნისთვის მავნე ადამიანების ჯგუფი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „ქვეყნის შენობებს ანგრევდნენ ამერიკის პრეზიდენტის სიამოვნებისთვის“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს დივერსანტების წინაშე“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია