ირაკლი პეტრიაშვილი – საქართველოში 132 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს – არაფორმალურ სექტორში დასაქმებულია საერთო დასაქმებულთა 32%

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობების კუთხით უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ 4 მთავარი პრობლემა არის: არაფორმალური დასაქმება, დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა, კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა და სასამართლოს ეფექტიანობა.
როგორც პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თუ ეს პრობლემები დარეგულირდება, სხვებიც აღმოიფხვრება.
„პირობითად, 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტოპ 4 პრობლემას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, ის 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება.
მეოთხე პრობლემა არის სასამართლოს ეფექტიანობა. დასაქმებულ ადამიანებს ხშირად წლების განმავლობაში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ იმისთვის, რომ დაიქირაონ ადვოკატი, აწარმოონ სასამართლო პროცესები, გადაიხადონ სასამართლოში ბაჟი და შემდგომ მრავალი წელი ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, გასულ წელს „პროფკავშირების გაერთიანებამ“ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართა“,-განაცხადა პეტრიაშვილმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ – პატრონი