დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეული საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც კემერონმა თქვა, დიდი ბრიტანეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენი ხანი, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება.
“მსურდა, რომ ჩემი პირველი ვიზიტი თქვენთან ყოფილიყო. მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის სიძლიერითა და მონდომებით. ჩემი ვიზიტით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მორალური, დიპლომატიური, ეკონომიკური და უპირველეს ყოვლისა სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას, რაც გაგრძელდება არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ მომავალ წელსაც და რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება. მე გარკვეული უთანხმოებები მქონდა ბორის ჯონსონთან, ჩვენ ერთმანეთს 40 წელია ვიცნობთ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა არის ყველაზე კარგი რამ რაც მან და მისმა ხელისუფლებამ გააკეთა” | თქვა დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრმა ზელენსკისთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ დევიდ კემერონი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად 13 ნოემბერს დაინიშნა. მისი პირველი საგარეო ვიზიტი სწორედ უკრაინაში შედგა.