გაეროს პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი, 5.4%-იან ეკონომიკურ ზრდა ექნება

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ (WESP 2026), თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს სავარაუდოდ 5.4%-ით გაიზრდება.
დოკუმენტის მიხედვით, მცირე ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა, რუსეთთან ვაჭრობაში შუამავალის როლის შესრულებით მიღებული სარგებელი თანდათან მცირდება. თუმცა, ამ კლებას აბალანსებს შიდა მოთხოვნის სიმტკიცე, რაც განპირობებულია ინფრასტრუქტურული ინვესტიციებითა და ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაკადით.
2026 წელს გაეროს პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასეთია:
· საქართველო – 5.4%-ის ზრდა;
· სომხეთი – 4.8%-ის ზრდა;
· თურქეთი – 3.9%-ის ზრდა;
· აზერბაიჯანი – 2.7%-ის ზრდა;
· – 2.3%-ის ზრდა;
· – 1%-ის ზრდა;