აზერბაიჯანიდან ახალი ნავთობპროდუქტების შემოსვლით სომხეთში ბენზინის ფასების შემცირებაა მოსალოდნელი – სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

აზერბაიჯანიდან ახალი ნავთობპროდუქტების შემოსვლის გამო სომხეთში ბენზინის ფასების შემცირებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა განაცხადა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების შეტანის გამო ქვეყანაში ლიტრი საწვავი დაახლოებით 80 დრამით (0.21 დოლარი) შემცირდება.
პაპოიანმა ასევე აღნიშნა, რომ გზაშია 7 600 ტონა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტები, რომელთაგან 6 100 ტონა ბენზინია და 1 500 ტონა – დიზელი.
2025 წელს სომხეთში აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით 1 210 ტონა აზერბაიჯანული ბენზინი შევიდა.
1tv.ge