ტრამპმა -ის მიერ ჩამორთმეული ტანკერ „მარინერადან“ ორი რუსი მეზღვაური გაათავისუფლა, ქართველები და უკრაინელები – არა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა ამერიკელების მიერ ჩრდილო ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ „მარინერას“ ეკიპაჟის ორი რუსი წევრი, განაცხადა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მ.
ზახაროვამ განმარტა, რომ მოსკოვმა ტრამპს მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
„ჩვენი მოთხოვნის საპასუხოდ, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა გაათავისუფლოს ტანკერ „მარინერას“ ეკიპაჟის ორი რუსი მოქალაქე, რომლებიც ადრე აშშ-მ დააკავა ჩრდილო ატლანტიკაში ოპერაციის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მან მადლიერება გამოხატა აშშ-ის ხელმძღვანელობის მიმართ ამ გადაწყვეტილებისთვის.
გამოცემის ინფორმაციით, ტანკერზე სულ 28 მეზღვაური იმყოფებოდა: 20 უკრაინელი, ექვსი საქართველოს მოქალაქე, კაპიტნის ჩათვლით, და ორი რუსი. შესაბამისად, 26 მეზღვაური ამ დრომდე დაკავებულია.