მოითხოვს საერთაშორისო რეაგირებას ზე რუსული „ორეშნიკით“ დარტყმის გამო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საერთაშორისო თანამეგობრობისგან გადამწყვეტი პასუხი მოითხოვა ს ქმედებაზე, მას შემდეგ, რაც ს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ზე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ დარტყმა.
არსებული ცნობებით, რუსეთის ჯარებმა საშუალო მანძილზე მოქმედების ამ ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ლვოვის ოლქს დაარტყეს.
დღეს, 9 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირისა და ნატოს საზღვრების მახლობლად მსგავსი დარტყმა სერიოზული საფრთხეა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის და გამოწვევა – ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის.
ანდრი სიბიჰას თანახმად, ამ სახიფათო დარტყმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დიპლომატიური არხებით აწვდიან -ს, ევროპელ პარტნიორებს, სხვა სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
საგარეო საქმეთა მინისტრ სიბიჰას ინფორმაციით, უკრაინა მოითხოვს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის ჩატარებას და საპასუხო ზომებს ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში.
მინისტრის განცხადებით, აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს დარტყმა გაამართლოს პუტინის რეზიდენციაზე ყალბი შეტევით, რომელიც არასდროს ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება.
უკრაინა ყველა პასუხისმგებლობიან სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებს რუსეთის ტყუილის გამოაშკარავების და ზეწოლის დაუყოვნებლივ გაძლიერებისკენ.
უკრაინაში მსხვერპლის და ნგრევის გამომწვევი მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო „პასუხი“ პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე „ს რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო.
რეზიდენციაზე თავდასხმა უარყოფილია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 იანვარს დილით გავრცელებულ ინფორმაციაში დადასტურებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკიც“, ხოლო ამ და სხვა რაკეტებით და დრონებით დარტყმის სამიზნე იყო „უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტები” და „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას“.
„ორეშნიკი“ გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელი „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და კიევის პოლიციის ცნობით, რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქში დაიღუპა 4 ადამიანი და 24 დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის საბავშვო ბაღი. შეიზღუდა ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.
უკრაინის პრეზიდენტ ს ინფორმაციით, კიევში დაზიანდა კატარის საელჩოს შენობაც.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სახლები, რკინიგზა და სხვა ინფრასტრუქტურაა დაზიანებული კიევის ოლქის რამდენიმე რაიონში.
ლვოვის საოლქო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა იყო კრიტიკული დანიშნულების ობიექტზე, თუმცა კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
· 2025 წლის 29 დეკემბერს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნოვგოროდის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევა იყო რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე. პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარეობს.
· უკრაინამ რუსეთის განცხადებას ტყუილი უწოდა.
· წამყვანი ამერიკული გამოცემები დეკემბრის ბოლოს წერდნენ, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნით, უკრაინას არ უცდია არც პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე და არც მის რეზიდენციაზე შეტევა.
ფორუმი