თვალი ამომთხარეს და თქვენ გეცინებათ – კოკაია მოსამართლეს

ცოტა ხნის წინ მცირე ხმაური იყო სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესზე – ერთ-ერთი დაკავებული, კონსტანტინე კოკაია სიტყვიერად დაუპირისპირდა პროკურატურას, დაინტერესდა სახელმწიფო ბრალდება რატომ მალავს კადრებს, სადაც ნათლად ჩანს სპეცრაზმელები რა მანძილიდან ცდილობენ მის დაზიანებას და როგორ იყენებენ წიწაკის სპრეის.
კოკაიამ აღნიშნა, რომ ორი თვის მანძილზე ამის გამო მხედველობის პრობლემები ჰქონდა, ციხეში კი მისთვის სათვალეც არ შეტანინენს.
ბრალდებულმა ასევე სასამართლოზე თქვა, რომ გულის პრობლემები აქვს. მან მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა – გული გაქვთ საერთოდ?
ამ რეპლიკას მოსამართლის მხრიდან გაფრთილება მოჰყვა.
სასამართლოს შეურაცხყოფის გამო გაფრთხილებული ხართ, განმეორების შემთვევაში დატოვებთ დარბაზს – განაცხადა მოსამართლემ.
კონსტანტინე კოკაია – თვალი ამომთხარეს და თქვენ კიდევ გეცინებათ მოსამართლე გიორგი გელაშვილი – არავინ იცინის კონსტანტინე კოკაია – გეცინებათ ბატონო მოსამართლევ, ღმერთი დიდია ყველაფერს ხედავს და თქვენთანაც მოაკაკუნებს
სასამართლოსში 15 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია