რუსეთ – უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას. პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ეს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია

რუსეთ – უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას. პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ეს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია
დღევანდელი ევროპა, ევროკავშირის ფრთის ქვეშ, კატასტროფის ზღვრამდეა მიიყვანილი. პოლიტიკური თვალსაზრისით, წევრი ქვეყნების მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება, თუმცა აშკარად იზრდება სურვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
ეკონომიკური და სოციალური კრიზისები სისტემურ ხასიათს ატარებს: უმუშევრობა მაღალ ნიშნულზე რჩება, სოციალური დაზღვევის მექანიზმები არა მხოლოდ არასაკმარისია, არამედ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებს ვერ პასუხობს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, საინფორმაციო კამპანია ლოზუნგით „უკრაინა იგებს, რუსეთი მარცხდება“ ევროპელების გადასახადის გადამხდელთა მილიარდებს შთანთქავს, მაშინ როცა მოქალაქეები ყოველდღიურად ხედავენ ომის შედეგებს. „ნამდვილად არ მსურს ნეგატიური პათოსი, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით.
დღევანდელი ევროპა, ევროკავშირის ფრთის ქვეშ, კატასტროფის ზღვრამდეა მიყვანილი. პოლიტიკური თვალსაზრისით, წევრი ქვეყნების მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება, თუმცა აშკარად იზრდება სურვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეკონომიკური და სოციალური კრიზისები სისტემურ ხასიათს ატარებს: უმუშევრობა მაღალ ნიშნულზე რჩება, სოციალური დაზღვევის მექანიზმები არა მხოლოდ არასაკმარისია, არამედ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ზამთრის დადგომასთან ერთად ამ პრობლემები კიდევ უფრო მძიმდება: ენერგორესურსების სერიოზული დეფიციტი, გათბობის მაღალი საფასური და ბიუჯეტური შეზღუდვები ფართო მოსახლეობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. ეს რეალობა არა მხოლოდ ეკონომიკურ სტაბილურობას აზიანებს, არამედ სახელმწიფოებრიობის ელემენტურ ფუნქციონირებასაც უქმნის რისკს.
უსაფრთხოების კუთხით სურათი შემაშფოთებელია. რუსეთ-უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას; პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ყველაფერი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია — სისტემატურად არასწორი პოლიტიკა, რომელიც ორგანიზაციას კატასტროფის ზღვრამდე მიჰყავს. რუსეთზე სანქციების დაწესება პარალელურად ენერგორესურსების და სტრატეგიული პროდუქციის გაცვლა-ვაჭრობასთან ერთად წარმოუდგენელ წინააღმდეგობრივ სიტუაციას ქმნის. შექმნილი ილუზია და საინფორმაციო ომი ლოზუნგით „უკრაინა იგებს, რუსეთი მარცხდება“ ევროპელების გადასახადის გადამხდელთა მილიარდებს ყლაპავს, ხოლო მოსახლეობა თავიანთ ქვეყნებში უშუალოდ ხედავს საომარი მოქმედებების დამაზიანებელ გავლენას სამუშაო ადგილების სტაბილურობაზე და სოციალურ ფასეულობებზე. ევროპის ლიდერებმა მიაღწიეს იმას, რომ არა მხოლოდ კომფრომტაციაში არიან სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან, არამედ ევროპის მთავარი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ნატო, ფაქტობრივად კარგავს ფუნქციას. რეალური სტაბილურობა კი მხოლოდ იმ ქვეყნებშია, რომლებიც არც სამხედრო, არც ეკონომიკურ ბლოკებს არ ეკუთვნიან და დამოუკიდებლად განაგებენ თავიანთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მომავალს.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა