18 დაღუპული და 130 დაშავებული – ოკუპანტებმა ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაბომბეს

ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავდა 130 მოქალაქე. განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურ ვიდეო-მიმართვაში ავრცელებს.
უკრაინის გენერალური პროკურორი წერს, რომ ოკუპანტების იერიშის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი ხარკოვის ოლქში გარდაიცვალა, მათ შორისაა 8 წლის გოგონა. სამაშველო ოპერაციები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.
ხარკოვი ბოლო 24 საათში 3-ჯერ დაიბომბა. თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე მეტი კორპუსი და გაზსადენი დააზიანა, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
პარალელურად, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების პირობა დადეს მოკავშირეებმა. განცხადებები, საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. აქვე ცნობილი გახდა, რომ კანადა, ს დამატებით 20 მილიონ დოლარამდე ღირებულების სამხედრო პაკეტს გამოუყოფს.
პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო “რამშტეინის” ფორმატის შეხვედრის შემდეგ კოალიციამ ს საერთო ჯამში 80 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყო.
გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრის დროს განუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები