კიევში მსხვერპლია რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის, ნგრევისა და ხანძრების შესახებ იუწყება. კიევზე მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყო.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 9 იანვარს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ექიმი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის სხვა წევრებთან ერთად დარნიცკის რაიონში რუსული დრონით დაზიანებული სახლის დაშავებული მობინადრეებისთვის დახმარების გასაწევად იმყოფებოდა, რა დროსაც ხელახალი დარტყმა განხორციელდა.
კლიჩკოს ცნობითვე, ადგილობრივი დროით 04:40 საათის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ რუსეთის კომბინირებული შეტევის შედეგად კიევში დაშავებულია 19 ადამიანი, მათ შორის 4 მედიკოსი.
კიევის მერის თანახმად, დარნიცკის, დესნიანსკის და დნეპრის რაიონებში დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი და სანატორიუმი, გაჩნდა ხანძრები. პეჩერსკის რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა 9-სართულიანი სახლის ფასადი და დაზიანდა მრავალსართულიანი არასაცხოვრებელი შენობა.
კიევში შეფერხებულია ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ლვოვზეც.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმა იყო კრიტიკული დანიშნულების ობიექტზე. კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებიათ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია