ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე -ის საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ დაღუპული მათი მებრძოლი იყო.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ავიაიერიშები აშშ-ის ძალებზე თავდასხმების პასუხად განხორციელდა და მათი სამიზნე სამი ობიექტი იყო, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი კატაიბ ჰეზბოლა და თეირანში მოქმედი სხვა დაჯგუფებები იყენებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ