Tata Steel Chess India 2025-ის ტურნირზე სამი ტურის შემდეგ ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2 ქულით II–IV ადგილებს ინაწილებს

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მიმდინარე Tata Steel Chess India 2025-ის ტურნირზე, სამი ტურის შემდეგ, ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2 ქულით II–IV ადგილებს ინაწილებს.
კოლკატაში შეიკრიბნენ მსოფლიოს ჭადრაკის უძლიერესი წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში დაუპირისპირდებიან.
გამოცდილ ლიდერებთან ერთად ასპარეზობენ ახალი თაობის გამორჩეული მოჭადრაკეები.
ასპარეზობა ტარდება ორი ტურნირად — ღია და ქალთა შორის, წრიული სისტემით, თითოეულში 10 მონაწილეა.
· 7–9 იანვარი — სწრაფი ჭადრაკი
· 10–11 იანვარი — ელვისებური ჭადრაკი
ქალთა ტურნირის მონაწილეები:
დივია დეშმუხი, რამეშბაბუ ვაიშალი, ვანტიკა აგრავალი, რაკშიტა რავი, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)
ალექსანდრა გორიაჩკინა, ეკატერინა ლაგნო (FIDE)
ნანა ძაგნიძე (საქართველო)
კარისა იპი (აშშ)
სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი)
ვაჟთა ტურნირის მონაწილეები:
ვიშვანათან ანანდი, რამეშბაბუ პრაგნანანდჰა, არჯუნ ერიგაისი, ვიდიტ გუჯრათი, ჩიტამბარამ არავინდი, სარინ ნიჰალი (ინდოეთი)
უესლი სო, ჰანს ნიმანი (აშშ)
ვეი იი (ჩინეთი)
ვოლოდარ მურზინი (FIDE)
პირველ სათამაშო დღეს მონაწილეებმა 3 ტური ითამაშეს.
ქალთა ტურნირს 2,5 ქულით კარისა იპი ლიდერობს, ხოლო ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ ნანა ძაგნიძეს, ეკატერინა ლაგნოსა და ვანტიკა აგრავალს.
ვაჟთა ტურნირში კი 2,5–2,5 ქულით ლიდერობენ ვიშვანათან ანანდი და ჰანს ნიმანი.
მეორე სათამაშო დღეს ნანა ძაგნიძის მეტოქეები იქნებიან: რაკშიტა რავი, კარისა იპი და დივია დეშმუხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს