ემანუელ მაკრონი – მოკავშირეებს ზურგს აქცევს – რასაც საფრანგეთისა და ევროპისთვის მივაღწიეთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია: მეტი სტრატეგიული ავტონომია და ნაკლები დამოკიდებულება

აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, „საერთაშორისო წესებს უგულებელყოფს“.
„მულტილატერალური ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ზესახელმწიფოების სამყაროში ვცხოვრობთ, რომელთაც მსოფლიოს გადანაწილების რეალური ცდუნება აქვთ“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ზესახელმწიფოების „ახალ კოლონიალიზმს“ უარყოფს.
„ის, რასაც საფრანგეთისა და ევროპისთვის მივაღწიეთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტი სტრატეგიული ავტონომია და ნაკლები დამოკიდებულება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ისე ჩინეთზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში