თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. როგორც Bloomberg წერს, დოკუმენტი პარლამენტმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საბოლოო ხელმოწერისთვის გადაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK).
ფინეთისა და შვედეთის მთავრობებმა კი ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას მხარი მაისში დაუჭირეს.