ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ მრავლობითი, ზედაპირული ტრავმები, ისინი ს რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ავარიის გამომწვევ მიზეზზე მიმდინარეობს გამოძიება.