Le Monde – რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი პარიზში, აშშ-ის საელჩოში იმყოფებოდა

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი პარიზში, აშშ-ის საელჩოში იმყოფებოდა, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი პარიზში, გუშინ, 7 იანვარს იმყოფებოდა და აშშ-ის საელჩოში უმასპინძლეს.
გამოცემას ელისეის სასახლეში განუცხადეს, რომ დმიტრიევი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ყოფილა.
ცნობისთვის, დმიტრიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 6 იანვარს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში