ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება, Brent-ი ბარელზე 60.3 დოლარად ივაჭრება

ნავთობის ფასები ხუთშაბათს დილით ზომიერად იზრდება ზედიზედ ორი სესია კლების შემდეგ. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 0.34 დოლარით (0.57%-ით) გაიზარდა და 60.30 დოლარი შეადგინა. ოთხშაბათს კონტრაქტის ფასი 0.74 დოლარით (1.2%-ით) დაეცა და 59.96 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) WTI-ის ნედლი ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები ელექტრონულ ვაჭრობაში 0.29 დოლარით (0.52%-ით) გაიზარდა და ბარელზე 56.28 დოლარი შეადგინა. წინა სესიაზე ისინი 1.14 აშშ დოლარით (2%-ით) დაეცა და ბარელზე 55.99 აშშ დოლარს მიაღწია.