ქარელის მერიამ საბავშვო ატრაქციონები მოაწყო სოფელში, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მაცხოვრებელი 49 წლისაა

ქარელის მერიამ საბავშო ატრაქციონები იმ სოფელში მოაწყო, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელ აფნისში საბავშო ატრაქციონების მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დახარჯა.
გამოცემასთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ხარჯის გაღების საჭიროება არ არსებობდა, რადგან სოფელში ბავშვი არ ცხოვრობენ.
“სოფელში, სადაც ბავშვები საერთოდ არ არიან და ყველაზე ახალგაზრდა მაცხოვრებელი მე ვარ, მე კიდევ 49 წლის ვარ, მერიამ საბავშო ატრაქციონები მოგვიწყო”, – განაცხადა ადგილობრივმა თეა კაკიაშვილმა გამოცემასთან.
მისივე თქმით, სოფელში, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვს, ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.