რუსული ძალების მიერ ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინის ავრცელებს.
“20:30 საათის მდგომარეობით, სამწუხაროდ, დღევანდელი დაბომბვების შედეგად უკვე 19 გარდაცვლილის შესახებაა ცნობილი. ყველაზე მეტი ადამიანი ხარკოვის ოლქში გარდაიცვალა – 15, მათ შორისაა 8 წლის გოგო და დედამისი. ხერსონის ოლქში – სამი დაღუპული, დნეპროპეტროვსკის ოლქში – ერთი ადამიანი. ჭრილობები ამ რეგიონების 120-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო, მათგან 70-ზე მეტმა – ხარკოვის ოლქში,” – წერს კოსტინი.
მან აღნიშნა, რომ ხარკოვში სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!