კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ, რუსეთის დუმის წევრები, იანვარში ვაშინგტონში მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია

კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას ინფორმაციით, მან რუსეთის დუმის ოთხი წევრი, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ, ვაშინგტონში მიიწვია.
ანა პაულინა ლუნა მადლობას უხდის -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის და აცხადებს, რომ დუმის წევრები ვაშინგტონში იანვრის ბოლოს ჩავლენ.
“სახელმწიფო დეპარტამენტისგან მივიღე ნებართვა, რომ რუსეთის დუმის ოთხი წევრი ჩამოვიდეს და კონგრესის წევრებს შეხვდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ. მათ ოფიციალური მოწვევა გავუგზავნე, რათა ამ თვის ბოლოს აქ, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), ჩვენთან შეხვედრა გამართონ.
მშვიდობამ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს და განხილვებს გონიერმა და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ. მადლობა სახელმწიფო მდივან რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის.” – წერს ანა პაულინა ლუნა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის