ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი – მშვიდობა თუ იქნება, ჩვენ შეგვიძლია, ში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნოთ

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი – მშვიდობა თუ იქნება, ჩვენ შეგვიძლია, ში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნოთ
მას შემდეგ, რაც დასავლელი მოკავშირეები სთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია, მშვიდობის დროს უკრაინაში რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.
„ზუსტი დეტალების თქმა არ შემიძლია, ჩვენ ჯერ კიდევ დისკუსიის პროცესში ვართ. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში. მშვიდობის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული ჯარისკაცი“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, რობერტას კაუნაისის თქმით, ლიეტუვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში წვლილს თავადაც შეიტანს, თუმცა მას არ სურს, დააკონკრეტოს, რა საშუალებებით შეუძლია ქვეყანას ამის გაკეთებას.
„არ მინდა, რამეზე ყურადღების გამახვილება, რათა მოგვიანებით ეს ტყუილს არ დაემსგავსოს. თავადაც ხედავთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორ იცვლება ის სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთო მიზნის შეთანხმება, რომ ლიეტუვა, ევროპა და ამერიკა, უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობის მისაღწევად და უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი