კანადამ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

კანადის თავდაცვის სამინისტრომ “რამშტეინის” ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადისგან ჯამში 15 მილიონ დოლარის ღირებულების 10 მრავალფუნქციურ გასაბერ ნავს მიიღებს.
“მინისტრმა ბლერმა გამოაცხადა Zodiac Hurricane Technologies-ის მიერ წარმოებული 10 მრავალფუნქციური ხომალდის გადაცემა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი კანადური დოლარია. [დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი]. ეს მრავალძრავიანი ხისტი კორპუსის გასაბერი ნავები დაეხმარება უკრაინას სხვადასხვა საზღვაო ოპერაციებში, მათ შორის სამძებრო-სამაშველო, ჯარისკაცებისა და ტვირთების გადაზიდვაში, მეთვალყურეობასა და დაზვერვაში“, – აცხადებენ კანადის თავდაცვის დეპარტამენტში.
გარდა ამისა, კანადა უკრაინელებს აღნიშნული ნავების გამოყენებაში ტრენინგს გაუწევს.