საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

თამარ ბაგრატიონი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შვილებსა და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

პირველმა ლედიმ საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. მინდა, ჩემს ხალხს ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან თბილისში ქრისტეს შობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო