რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რამზან კადიროვისადმი ბოდიში ვიდეოს სახით გაავრცელა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა კომუნისტური პარტიიდან, მიხეილ მატვეევმა ვიდეოზე ჩაწერა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვისა და რუსი მუსლიმებისადმი მიმართვა. მან ბოდიში მოიხადა ადრინდელ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ნათქვამი სიტყვების გამო, რომელიც აკრიტიკებდა და შეურაცხყოფდა რუსეთში მუსლიმ მიგრანტ მუშებს.

“მინდა გითხრათ, რამზან ახმატოვიჩ, რომ მე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობდი იმ ტერორისტებს, შაითნებს, როგორც თქვენ უწოდებთ მათ, ვისაც თქვენ ებრძვით თქვენს რესპუბლიკაში … თუ რომელიმე ჩემმა ძმამ, კოლეგამ, რუსმა მუსლიმებმა პირადად მიიღეს, არ მრცხვენია ბოდიშის მოხდისა, რადგან მე მხოლოდ რადიკალებს ვგულისხმობ”, – აცხადებს მატვეევი თავის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
კადიროვის კრიტიკა გამოიწვია ბლოგერ პაველ ივანოვის იუტუბის არხზე გასულმა მატვეევის ინტერვიუმ. საუბრის დროს დეპუტატმა რუსეთში ჩასულ მიგრანტებს უწოდა “ველურები”, რომლებიც “აგრესიულად ავრცელებენ” ისლამურ კანონს ს მაცხოვრებლებზე. მისივე თქმით, რუსეთის მთავრობა “ისლამური ფაქტორის ქვეშ არის ქედმოხრილი”, მათ შორის მეჩეთების მშენებლობის საკითხშიც. ში ომის დასრულების შემდეგ, რუსი დეპუტატის პროგნოზით, რუსეთში მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის “ყველაზე სერიოზული შეტაკებები” მოხდება.
კადიროვმა მატვეევს უწოდა „უთვისტომო“ და მშიშარა ადამიანი, რომელიც ღრმა ზურგში იმალება, როდესაც პატრიოტი მუსლიმები რუსეთის ინტერესებისთვის იბრძვიან. “უმჯობესია, ერთი მატვეევის თავიდან მოშორება და გაცილებით ნაკლები პროვოკაციები იქნება”, – დაწერა ჩეჩნეთის ლიდერმა თავის ტელეგრამის არხში.
კადიროვი ხშირად ილაშქრებს იმათ წინააღმდეგ, ვინც მუსლიმანებს ან მათ ტრადიციებს აკრიტიკებს.
გასული წლის ბოლოს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „მკაცრი მუშაობა” უნდა ჩატარდეს იმ ადგილობრივი სპორტსმენებისა და ბლოგერების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ჩეჩენი ხალხის ღირებულებებს. უფრო ადრე კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა.
· მაისში 19 წლის ნიკიტა ჟურაველმა ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ვიდეო გადაიღო. ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.
· ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს “აღიარება”, რომ ყურანის დაწვისას მოქმედებდა უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად.