22-ტონიანი უკონტროლო რაკეტა შესაძლოა დედამიწაზე ჩამოვარდეს

ამერიკული მედია საშუალებები იუწყებიან, რომ პენტაგონი ახლოდან აკვირდება ჩინეთის კოსმოსურ რაკეტას. რაკეტა, რომელიც პეკინმა კოსმოსური სადგურის გასაშვებად გამოიყენა, ახლა უკონტროლოდ გადაადგილდება. ის დედამიწას უახლოვდება და არ არის გამორიცხული, ამ კვირის ბოლომდე ჩამოვარდეს.
რაკეტა სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და 22 ტონას იწონის. ის ამ წუთებში კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.
კოსმოსი ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოლოგიებით უკიდურესად დაბინძურებულია. პენტაგონი ყოველდღიურად აკონტროლებს დედამიწის გარშემო მოძრავ 27 000-მდე ობიექტს ან ნარჩენს. თუმცა, ჩინეთის უკონტროლო რაკეტა სიდიდის და წონის გამო გამორჩეულია.
რაკეტა იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, შესაძლოა მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს. პენტაგონის თქმით, იმის განსაზღვრა, თუ სად ჩამოვარდება რაკეტა, ბოლო საათებამდე რთული იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, ის წყნარ ოკეანეში ჩავარდება, რომელიც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს