ვოლოდიმირ ზელენსკი – არის მადუროს მაგალითი, დაე, ამერიკელებმა ჩაატარონ ოპერაცია კადიროვთან, ამ მკვლელთან, შეიძლება პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს

დაე, აშშ-მა ოპერაცია ჩაატაროს კადიროვთან, მაშინ შეიძლება, პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ამერიკელები, ვთვლი, პროდუქტიულები არიან. კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ზეწოლა არ არის. რუსეთზე უნდა მოახდინონ ზეწოლა. ინსტრუმენტები გააჩნიათ, შეუძლიათ. როდესაც ძალიან უნდათ, შეუძლიათ, იპოვონ. მთავარია, რომ უკრაინა იყოს მათთვის პრიორიტეტი…
აგერ, მადუროს მაგალითი. ჩაატარეს ოპერაცია. შედეგი ყველამ ნახა, მთელმა მსოფლიომ. სწრაფად გააკეთეს ეს. დაე, რაღაც ოპერაცია ჩაატარონ კადიროვთან, ამ მკვლელთან. შეიძლება მაშინ პუტინმა დაინახოს ეს და დაფიქრდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა