კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრით დაამტკიცებს

უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრით დაამტკიცებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ გუშინდელი შეხვედრის შედეგები გააცნო.
„ვითარების განვითარების შესახებ პალატას ვაცნობებ. იმ შემთხვევაში, თუ ხელმოწერილი დეკლარაციის შესაბამისად ჯარების განლაგება გადაწყდება, მაშინ ამ საკითხს პალატაში კენჭისყრაზე დავაყენებ“, – განაცხადა სტარმერმა.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში